გაფართოვდება თუ არა ციხეში მოხვედრილი "ქართული ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების სია - Palitra News

გაფართოვდება თუ არა ციხეში მოხვედრილი "ქართული ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების სია

2026-10-16 12:39:58+04:00

გაფართოვდება თუ არა ციხეში მოხვედრილი "ქართული ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების სია - ოპოზიცია დარწმუნებულია რომ ყოფილი პრემიერის, სუსის ყოფილი უფროსისა და კიდევ სხვა არაერთი პირის შემდეგ ჯერი ახლა მამუკა მდინარაძესა და თიკა რუხაძეზე მიდგა. საქმე ეხება 2 დღის წინ კულტურის პალატის თავმჯდომარის, დავით ოქიტაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს, სადაც მან არაერთ სხვა საკითხთან ერთად დასვა მთავარი კითხვა - როგორ დახარჯა კულტურის მაშინდელმა მინისტრმა, თიკა რუხაძემ სახელწმიფოს მიერ პატიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხები. ოქიტაშვილი ამტკიცებს რომ რუხაძე კულტურის სამინისტროში მუშაობის პერიოდში მამუკა მდინარაძის გავლენებს იყო ამოფარებული.