საკონსტიტუციო სასამართლო 5 დღეში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ მომზადებული სარჩელის განხილვას დაიწყებს. ნაწილი მათგანი სამართლებრივ განხილვაში მონაწილეობის მიღებას აპირებს. ოპოზიციური ძალები აცხადებენ რომ საქართველოს თანამედროვე ისტორიაში დგება მომენტი, როდესაც წლების განმავლობაში ნაშენებ დემოკრატიას საბოლოო განადგურება ემუქრება. საზოგადოების მაქსიმალური მობილიზაციისთვის ოპოზიციურმა ალიანსმა საპროტესტო აქციებიც დააანონსა.