„იმედის“ წილი ნათია სონღულაშვილისთვის (საინფორმაციოს უფროსი) ჩამოურთმევიათ და მაგდა ანიკაშვილისთვის გადაუფორმებიათ - ადამიანურ ენაზე: „ტვ იმედიდან“ მამუკა მდინარაძე ამოშანთეს, - ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია “იმედის” ახალი თანამფლობელი მაგდა ანიკაშვილი გახდა.
გვარამია, მიიჩნევს, რომ ნათია სონღულაშვილი „იმედის“საინფორმაციოს უფროსის თანამდებობასაც დატოვებს.
“იმედის“ წილი ნათია სონღულაშვილისთვის (საინფორმაციოს უფროსი) ჩამოურთმევიათ და მაგდა ანიკაშვილისთვის გადაუფორმებიათ. ნათია სონღულაშვილს იმედის საინფორმაციოს უფროსობასაც ჩამოართმევენ.
ადამიანურ ენაზე: ტვ “იმედიდან" მამუკა მდინარაძე ამოშანთეს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია "იმედში" წილები ხელახლა გადანაწილდა. კერძოდ, წილის 25% -ის მესაკუთრე მაგდა ანიკაშვილი გახდა. ცვლილების შედეგად, ტელევიზიის მფლობელი კომპანიის წილები ოთხ ფიზიკურ პირს შორის: მარიამ (მაკა) ლომიძე, ირაკლი ჩიხლაძე, მაია ჩიგოშვილი და მაგდა ანიკაშვილი, თანაბრად, 25-25 პროცენტით განაწილდა. ამ დრომდე მარიამ (მაკა) ლომიძეს, ირაკლი ჩიხლაძეს, მაია ჩიგოშვილს, ვასილ კალანდარიშვილსა და ნათია სონღულაშვილს 10-10%-იანი წილი ჰქონდათ, 50%-იან წილს კი შპს „პრაიმ მედია გლობალი“ ფლობდა. საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ წილები სიმბოლურ ფასად გაიყიდა: ნათია სონღულაშვილმა და ვასილ კალანდარიშვილმა თავიანთი 10-10%-იანი წილები 100-100 ლარად დათმეს, ხოლო „პრაიმ მედია გლობალმა“ 50%-იანი წილი 500 ლარად გაყიდა. დოკუმენტები საჯარო რეესტრმა რეგისტრაციაში, დღეს 16 ოქტომბერს გაატარ