Politico - ევროკავშირში ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ტრამპის მიმართ „ტონის შერბილება“ არ უთხოვიათ - Palitra News

Politico - ევროკავშირში ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ტრამპის მიმართ „ტონის შერბილება“ არ უთხოვიათ

2026-10-16 19:21:28+04:00

ევროკავშირში ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ტრამპის მიმართ „ტონის შერბილება“ არ უთხოვიათ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროკავშირის ოთხი დიპლომატის თქმით, ევროკავშირის ლიდერებს ზელენსკიზე არანაირი ზეწოლა არ მოუხდენიათ, რათა მას ვაშინგტონთან და ტრამპთან დაკავშირებული განცხადებები შეერბილებინა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ზელენსკიმ ტრამპის რისხვა დაიმსახურა განცხადებებით, რომ კიევი განაახლებს რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვას. ხოლო ტრამპმა ცოტა ხნით ადრე უკრაინის პრეზიდენტს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ როდესაც დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიკსენს ჰკითხეს ცნობებზე, რომ თითქოს ევროკავშირის ლიდერები ზელენსკის მოუწოდებდნენ, ტრამპთან მიმართებით ტონი შეეცვალა, მან განაცხადა, რომ ეს ცნობები არ შეესაბამება შეხვედრაზე არსებულ ვითარებას.

„რას ელით მისგან [ზელენსკისგან]? ის სასოწარკვეთაშია და ვითარება იმაზე უარესია, ვიდრე შეიძლება იყოს“, - განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა.