ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლო პროცესი იწყება - ოპოზიცია განხილვებში მონაწილეობასა და პროტესტს გეგმავს - Palitra News

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლო პროცესი იწყება - ოპოზიცია განხილვებში მონაწილეობასა და პროტესტს გეგმავს

2026-10-16 20:40:55+04:00

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 5 დღეში დაიწყება. ამ პროცესის გათვალისწინებით, ოპოზიციის ნაწილი სასამართლო განხილვებში მონაწილეობას აპირებს, თუმცა აქვე, ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში დემოკრატიის არსებობას სერიოზული საფრთხე ემუქრება. ამავდროულად, ოპოზიციური ძალები საზოგადოების მობილიზებასა და საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ.