საქართველოში ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა, რის შემდეგაც მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.