ევროკავშირის გაფართოების ფორუმი საქართველოს გარეშე - პოლიტიკური შეფასებები ხელისუფლებისა და ოპოზიციისგან - Palitra News

ევროკავშირის გაფართოების ფორუმი საქართველოს გარეშე - პოლიტიკური შეფასებები ხელისუფლებისა და ოპოზიციისგან

2026-10-16 20:50:21+04:00

საქართველო ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიურ ფორუმში გასული წლის მსგავსად, მონაწილეობას წელსაც ვერ მიიღებს. ოპოზიცია ხელისუფლებას ანტიდასავლურ პოლიტიკაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირს უპრეცედენტოდ დაშორდა. ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ ბრიუსელმა ზეწოლის მექანიზმები, შესაძლოა, სრულად გამოიყენოს. მმართველი გუნდი კი აღნიშნულ კრიტიკას არ ეთანხმება.