რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს, არიან დაშავებულები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელ სახლებს დაარტყეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 5 ადამიანი დაშავდა.
მანამდე, ზაპოროჟიეში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
რუსების იერიშების შედეგად, ხერსონში სასწრაფო დახმარების ავტომობილის მძღოლი დაიღუპა და 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ბავშვები.
ასევე, რუსული ძალების მიერ 16 ოქტომბრის საღამოს ქალაქ ხარკოვში განხორციელებული დარტყმების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა.