ზუსტად 2 საათში „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელსაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ განსაკუთრებული საკითხები და მოულოდნელი გადაწყვეტილებები დაგეგმილი არ არის. ოპოზიციის ნაწილის კი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი თანაპარტიელებთან ერთად, გარდა პარტიების აკრძალვის საკითხისა ასევე შიდა პარტიეულ დაპირისპირებებზეც იმსჯელებს.