დავით ოქიტაშვილის განცხადება და ახალი დაკავებების მოლოდინი - შეეხება თუ არა პროცესი ყოფილ მაღალჩინოსნებს? - Palitra News

დავით ოქიტაშვილის განცხადება და ახალი დაკავებების მოლოდინი - შეეხება თუ არა პროცესი ყოფილ მაღალჩინოსნებს?

2026-10-17 12:30:27+04:00

არის თუ არა მოსალოდნელი რომ დაკავებული „ქართული ოცნების“ წევრების რიგებს ყოფილი მაღალჩინოსნები შეუერთდნენ?! ეს კითხვა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტში კულტურის ყოფილი მინისტრი თინათინ რუხაძე გააკრიტიკა და მის მფარველად სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე დაასახელა. ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა მიმდინარე პროცესები ახალი დაკავებების სერიის დაწყებიის წინაპირობა იყოს. სახელისუფლებო გუნდში კი მიაჩნიათ, რომ საკითხი მხოლოდ თინათინ რუხაძესა და დავით ოქიტაშვილის პირად დაპირისპირებას ეხება.