ირაკლი ღარიბაშვილის ახალი საქმის განხილვა იწყება - ოპოზიცია ხელისუფლებაში შიდა დაპირისპირებასა და მამუკა მდინარაძის შესაძლო დაკავებაზე საუბრობს - Palitra News

ირაკლი ღარიბაშვილის ახალი საქმის განხილვა იწყება - ოპოზიცია ხელისუფლებაში შიდა დაპირისპირებასა და მამუკა მდინარაძის შესაძლო დაკავებაზე საუბრობს

2026-10-17 12:33:27+04:00

19 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ ქრთამის აღების ახალ საქმეზე წინასასამართლო სხდომა იწყება, სადაც დაცვის მხარე სამართლებრივ დავასიწყებს. ამის შესახებ მისი ადვოკატი ლილი გელაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში საუბრობს. ლილი გელაშვილი სვამს კითხვას თუ ვის ინტერესებშია ყოფილი პრემიერის პოლიტიკური განეიტრალება და საპასუხოდ მამუკა მდინარაძეზე მიუთითებს. ოპოზიცია კვლავ „ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ისინი ერთმანეთის საპირისპიროდ მოქმედებენ. ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების რიგებს შესაძლოა სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძეც შეუერთდეს.