17 ოქტომბერს ვეტერანთა დღე აღინიშნება. ღონისძიება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ გახსნა. ღონისძიებას ხელისუფლების პირველი პირები, საპატრიარქოს წარმომადგენლები და დიპლომატები დაესწრნენ. მათ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, სამშვიდობო მისიებსა და თავისუფლებისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თაჯდომარე.