საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა ნაძალადევის რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. მინისტრის მოადგილემ პედაგოგებს მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიისადმი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც პედაგოგებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.