სახელმწიფო სუბსიდიით ფერმერებმა 800 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩააბარეს - მიღებულმა შემოსავალმა 200 ათას ლარს გადააჭარბა - Palitra News

სახელმწიფო სუბსიდიით ფერმერებმა 800 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩააბარეს - მიღებულმა შემოსავალმა 200 ათას ლარს გადააჭარბა

2026-10-17 12:55:01+04:00

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი საწარმოები არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში პროგრამაში ჩართულმა გადამამუშავებელმა საწარმოებმა, 13 ოქტომბრიდან დღემდე, 800 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს, ფერმერებმა 200,000 ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, მათ შორის, სახელმწიფო სუბსიდია 83,000 ლარს აღემატება.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენს. პროგრამაში ჩართვა შეუძლია ხილის გადამამუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდის.