„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან, სადაც პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომა უნდა გაიმართოს, მოქალაქეები აქციას მართავენ - Palitra News

„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან, სადაც პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომა უნდა გაიმართოს, მოქალაქეები აქციას მართავენ

2026-10-17 14:06:13+04:00

„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან, სადაც უმრავლესობის სხდომა უნდა გაიმართოს, მოქალაქეები აქციას მართავენ.

მათ სხვადასხვა შინაარსის ბანერები და დროშები აქვთ მიტანილი. მათ შორის, ბანერები წარწერებით: „ქოცობას ინანებს ყველა“; „ქოცობა = ქვეყნის ღალატს“; „სისხლიანი 14 წელი“.

პარალელურად, „ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის წევრები იკრიბებიან. ჯერ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, შემდეგ კი სხდომას უმრავლესობის წევრები გამართავენ.