მარნეულში დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - Palitra News

მარნეულში დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

2026-10-18 13:55:47+04:00

დააკავეს პირი, რომელმაც ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით ახალგაზრდა მამაკაცს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით ახალგაზრდა მამაკაცს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა.

დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.