ლიეტუვაში გაურკვეველი დრონი ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის კრიზისული ვითარებების მართვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ვილმანტას ვიტკაუსკასი ავრცელებს.
მისი თქმით, დრონი, რომელიც, სავარაუდოდ, ქვეყნის საჰაერო სივრცეში კვირას, 18 ოქტომბერს, შეიჭრა, მოძრავი სამოქალაქო ავტომობილის მახლობლად ჩამოვარდა, თუმცა მძღოლი არ დაშავებულა.
“როგორც ჩანს, კი [როდესაც დრონი ჩამოვარდა, მანქანა მოძრაობდა]... როგორც ჩანს, დაცული არ იყო წითელი გაფრთხილებები იმაზე, რომ ამის გაკეთება სასურველი არაა - რა თქმა უნდა, ხალხმა შესაძლოა ვერ გაიგო, შესაძლოა, ეგონათ, რომ უფრო უსაფრთხოა უახლოეს წერტილამდე მისვლა და თავშესაფრის იქ პოვნა. რთულია იმის შეფასება, რატომ მოხდა ასე, მაგრამ, ალბათ, მთავარი ისაა, რომ არავინ დაშავებულა”, - განაცხადა ვიტკაუსკასმა.
მან აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის გრძელდება ტერიტორიის შემოწმება, სადაც დრონი ჩამოვარდა. ზოგიერთი ნამსხვრევი და დეტალი უკვე ნაპოვნია, მაგრამ ყველა არა და ტერიტორია ჯერ კიდევ შემოსაზღვრულია. ექსპერტების თქმით, ჩამოვარდნილი ობიექტის ყველა დეტალის აღმოჩენის შემდეგ, შესაძლებელი იქნება მისი წარმოშობის დადგენა.
ამ მომენტისთვის ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს იმისა თაობაზე, შეიცავდა თუ არა დრონი ასაფეთქებელ მასალას.