აბას არაღჩი - ნეთანიაჰუ ამერიკას კიდევ ერთ ომში ითრევს, რათა თავად ციხეს გადაურჩეს - Palitra News

აბას არაღჩი - ნეთანიაჰუ ამერიკას კიდევ ერთ ომში ითრევს, რათა თავად ციხეს გადაურჩეს

2026-10-19 09:21:06+04:00

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ შეერთებულ შტატებს კიდევ ერთ ომში ითრევს, რათა თავად ციხეს გადაურჩეს.

აბას არაღჩი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ ისრაელის პრემიერს საერთოდ არ ადარდებს, რა შედეგები მოჰყვება ამას ისრაელისთვის.

“ბოლოს, როცა „საქმის ბოლომდე მიყვანა“ გსურდათ, ირანი კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვიდა. გსურთ, ბედი კიდევ ერთხელ სცადოთ? სცადეთ. თუმცა, ფრთხილად იყავით - ჩვენც გვაქვს დაუსრულებელი საქმეები. ნეთანიაჰუ ამერიკას კიდევ ერთ ომში ითრევს, რათა თავად ციხეს გადაურჩეს და სულაც არ ადარდებს, რა შედეგები მოჰყვება ამას ისრაელისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ აშშ-ის პრეზიდენტზე”, - აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.