ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ უმრავლესობის სხდომაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დასწრება პარტიაში კრიზისზე მიუთითებს - Palitra News

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ უმრავლესობის სხდომაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დასწრება პარტიაში კრიზისზე მიუთითებს

2026-10-19 09:23:28+04:00

ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ უმრავლესობის სხდომაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დასწრება პარტიაში კრიზისზე მიუთითებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ იმ საკითხის გარდა, რაზეც სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა, სხდომაზე სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც იყო განახილული. ხელისუფლების ოპონენტების განხადებით, მმართველი გუნდი ახლა უკიდურესად მძიმე პოლიტიკურ ვითარებაშია და სხდომის მთავარი საკითხიც ამ კრიზისიდან გამოსვლის გზებს ეხებოდა. ქართული ოცნების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში, გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ „პრემიერ-მინისტრის, სამთავრობო გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობის შედეგად ეს გამოწვევები სრულად და ეფექტურადაა გადალახული.