ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ ქრთამის აღების ახალ საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ ქრთამის აღების ახალ საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში

2026-10-19 09:24:43+04:00

ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ ქრთამის აღების ახალ საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. დაცვის მხარე სამართლებრივ დავას იწყებს. ამის შესახებ ადვოკატი ლილი გელაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში საუბრობს. უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორება მიმდინარეობს. ამბობს, რომ მიზანი ღარიბაშვილის მექრთამეობასთან და კორუფციასთან გაიგივება იყო. ოპოზიცია კვლავ „ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ისინი ერთმანეთის საპირისპიროდ მოქმედებენ. ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების რიგებს შესაძლოა სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძეც შეუერთდეს.