ევროკავშირის გაფართოების ფორუმი- სახელწოდებით „უფრო ფართო ევროპა უფრო ძლიერი ევროპა“, 15-16 ნოემბერს გაიმართება - Palitra News

ევროკავშირის გაფართოების ფორუმი- სახელწოდებით „უფრო ფართო ევროპა უფრო ძლიერი ევროპა“, 15-16 ნოემბერს გაიმართება

2026-10-19 09:26:00+04:00

ევროკავშირის გაფართოების ფორუმი- სახელწოდებით „უფრო ფართო ევროპა უფრო ძლიერი ევროპა“, 15-16 ნოემბერს გაიმართება. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული სიის მიხედვით, ფორუმზე საქართველოს ხელისუფლება წარმოდგენილი არ იქნება. „ქართული ოცნების“ შეფასებით, ურთიერთობების აღსადგენად ნაბიჯები ორივე მხარემ უნდა გადადგას. თუმცა, ხელისუფლებაში ევროკავშირის მოწოდებებს კანონების გაუქმების შესახებ სერიოზულად არ აღიქვამენ და აცხადებენ, რომ მათი გადაწყვეტილებები საზოგადოების ინტერესებს ემსახურება. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით კი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაუარესებაზე პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება.