საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების შემდეგ ვითარება კვლავ დაძაბულია - Palitra News

საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების შემდეგ ვითარება კვლავ დაძაბულია

2026-10-19 09:27:09+04:00

საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების შემდეგ ვითარება კვლავ დაძაბულია. ცხოვრების გაძვირების, საჯარო სერვისების გაუარესებისა და ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ დაწყებული აქციები რამდენიმე ქალაქში ძალადობრივ შეტაკებებში გადაიზარდა. დაიძარცვა მაღაზიები, დაზიანდა შენობები, ქალაქ ლიმოჟში კი ცეცხლი ისტორიულ მერიას წაეკიდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და ძალადობრივი მოქმედებები დაგმო. ხელისუფლება არეულობის ორგანიზებაში რადიკალურ მემარცხენე დაჯგუფებებსა და კრიმინალურ ელემენტებს ადანაშაულებს. ქვეყნის მასშტაბით დაკავებულთა რაოდენობამ 2 ათასს გადააჭარბა, თუმცა სხვადასხვა წყაროს თანახმად მონაცემები განსხვავდება. პარიზსა და მარსელში შეტაკებები კვირასაც გაგრძელდა.