ორ დღეში ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის მოთხოვნით შესული "ქართული ოცნების" სარჩელის განხილვა დაიწყება. ქართული ოცნება საკითხს საუკუნის პროცესს უწოდებს და მიიჩნევს, 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვით გარე ძალების მიერ ქართველი ხალხის ნების ჩანაცვლების პროცესი დასრულდება. ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებს რეაგირებისკენ მოუწოდებს. ოპონენტები ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" ქართველ ხალხს საბჭოთა კავშირში უალტერნატივო არჩევნების ჩატარების პერიოდში აბრუნებს. რა რისკებს ხედავს ოპოზიცია მათი შესაძლო აკრძალვის პროცესების მიღმა და რას ელოდება "ქართული ოცნება" სხდომებისგან?