უმრავლესობის სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატებმა პარტიის საპატიო თავმჯდომარისგან ბიძინა ივანიშვილისგან მოისმინეს შეხედულებები საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმდინარე საკითხებზე. როგორც უმრავლესობის ლიდერებისგან ითქვა, ბიძინა ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში, გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის, სამთავრობო გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობის შედეგად ეს გამოწვევები სრულად და ეფექტურადაა გადალახული. საპირისპიროს ამტკიცებს ოპოზიცია და ამბობს, რომ ივანიშვილის უმრავლეოსობის სხდომაზე დასწრება სწორედ გუნდის შიგნით არსებული კრიზისის დადასტურებაა.