ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა - რას ედავება პროკურატურა ყოფილ პრემიერს - Palitra News

ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა - რას ედავება პროკურატურა ყოფილ პრემიერს

2026-10-19 15:46:21+04:00

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიღო, რომელმაც დაცვის მხარის შუამდგომლობა საქმის შეწყვეტის შესახებ არ დააკმაყოფილა.

პროკურატურის პოზიციით, საქმის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. დაცვის მხარე კი ამტკიცებდა, რომ ბრალდება ჯუანშერ ბურჭულაძისა და ვასილ მხეიძის არასაკმარისად სანდო ჩვენებებს ეფუძნება.

გამოძიების ვერსიით, შესყიდვების სანაცვლოდ ბურჭულაძემ ღარიბაშვილს ქრთამის სახით 750 ათასი ლარი გადასცა. აღნიშნული დანაშაული, მისი დამტკიცების შემთხვევაში, 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.