ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა - Palitra News

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

2026-10-19 15:46:40+04:00

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა აჭარის რეგიონში ჯამში 35 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ყალბი კუპიურები გაასაღა. საუბარია 350 ცალ ყალბ 100-დოლარიან ბანკნოტზე. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ყალბი კუპიურები სრულად ამოიღეს.