ზუსტად 2 დღეში ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას დაიწყებს. მმართველი პარტია პროცესს საუკუნის მნიშვნელობის მოვლენად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვით გარე ძალების მიერ ქართველი ხალხის ნების ჩანაცვლება დასრულდება. ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებს სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებს. ხელისუფლების ოპონენტთა შეფასებით, ხელისუფლება ქვეყანას საბჭოთა კავშირის დროინდელი უალტერნატივო არჩევნების პრაქტიკისკენ აბრუნებს. პოლიტიკურ მხარეთა შეფასებებსა და მოლოდინს მაშო დიასამიძე გაეცნო.