საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. პროტესტი, რომელიც თავდაპირველად განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებს უკავშირდებოდა, ახლა უკვე ცხოვრების გაძვირებასა და საჯარო სერვისების გაუარესებასაც ეხება. აქციების ნაწილი პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. დაზიანდა ინფრასტრუქტურა, დემონსტრანტების ნაწილმა კი მაღაზიებიც გაძარცვა. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს საფრანგეთის ხელისუფლება და მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან. რა ვითარებაა საფრანგეთში და როგორია მოვლენების შეფასებები? უფრო ვრცლად ლაკო ვარშანიძე ისაუბრებს.