საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საკითხზე განხილვები ხვალ დაიწყება. მმართველი გუნდი გადაწყვეტილებას კონსტიტუციური წესრიგის დაცვით ხსნის და ელოდება რომ პროცესი მარტივად ჩაივლის.ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ აკრძალვა მოქალაქეებს თავისუფალი პოლიტიკური არჩევანის შესაძლებლობას შეუზღუდავს, გააძლიერებს ერთპარტიული მმართველობის საფრთხეს და საქართველოს ევროპულ მომავალს დააზიანებს. ოპოზიციური პარტიების ნაწილი გამოსავალს ქუჩის პროტესტში ხედავს, ნაწილი კი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერაში.