ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე პროკურატურა ამტკიცებს, რომ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით მისი ბრალეულობა დადასტურდება - Palitra News

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე პროკურატურა ამტკიცებს, რომ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით მისი ბრალეულობა დადასტურდება

2026-10-20 09:56:09+04:00

ყოფილი პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე პროკურატურა ამტკიცებს, რომ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით მისი ბრალეულობა დადასტურდება. პროკურატურა გუშინ პროცესის დახურვას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ამ ეტაპზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საქმეზე ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენებები ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემმ და ვასილ მხეიძემ მისცეს…ბრალდების მიხედვით, ღარიბაშვილმა ქრთამის სახით 750 ათასი ლარი მიიღო. ღარიბაშვილის ადვოკატები საქმეს პოლიტიკურ დევნად აფასებენ და აცხადებენ, რომ ბრალდება ძირითადად ბურჭულაძისა და მხეიძის ჩვენებებს ეყრდნობა. ოპოზიციისთვის კი ახლაა მთავარი კითხვაა, რატომ ითხოვს პროკურატურა პროცესის დახურვას, როდესაც საქმე ყოფილი პრემიერ-მინისტრის შესაძლო კორუფციულ დანაშაულს ეხება, აქედან გამომდინარე, ოპოზიციაში ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას ქართული ოცნების შიგნით არსებულ დაპირისპირებას უკავშირებენ და აცხადებენ რომ საქმე მხოლოდ კორუფციასთან ბრძოლას არ ეხებაა.