რუსეთ-უკრაინის ომში იერიშები ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე გრძელდება. რუსეთის მასშტაბური სარაკეტო და დრონებით შეტევის შედეგად უკრაინაში ელექტროენერგიის გარეშე დაახლოებით 550 ათასი ოჯახი დარჩა. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, მოსკოვმა კიევისა და სხვა რეგიონების მიმართულებით 16 ბალისტიკური რაკეტა და 200-ზე მეტი დრონი გაუშვა. დაზიანებულია ენერგეტიკული ობიექტები, საცხოვრებელი შენობები, კლინიკა და მეტროს ინფრასტრუქტურა. პარალელურად, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე მასშტაბური დრონებით შეტევა განახორციელა. სანქტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის ოლქში დარტყმების შედეგად ნავთობტერმინალებზე ხანძარი გაჩნდა,დაზიანდა ციფრული ინფრასტრუქტურა და ლოჯისტიკური ობიექტები. დროებით შეფერხდა საჰაერო მიმოსვლაც. ორივე მხარის იერიშები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ენერგეტიკული სექტორი ომის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ რჩება.