ევროკომისიის გაფართოების ანგარიში 4 ნოემბერს უნდა გამოქვეყნდეს - რა მოლოდინებია საქართველოში - Palitra News

ევროკომისიის გაფართოების ანგარიში 4 ნოემბერს უნდა გამოქვეყნდეს - რა მოლოდინებია საქართველოში

2026-10-20 12:49:27+04:00

ევროკომისიის გაფართოების ანგარიში 4 ნოემბერს უნდა გამოქვეყნდეს. გასული წლის ანგარიში საქართველოსთვის მკვეთრად კრიტიკული იყო, ევროკომისიამ დემოკრატიულ უკუსვლაზე, კანონის უზენაესობის გაუარესებასა და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვაზე მიუთითა. ევროპელი ლიდერების ნაწილი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია. მომდევნო ანგარიშის მოლოდინები შეფასებისას მთავარი საკითხია, აისახება თუ არა ახალ ანგარიშში კვლავ არსებული პრობლემები და რა ნაბიჯები იქნება საჭირო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად.