როგორ ეხმაურებიან პოლიტიკოსები ვახო სანაიას დაკავებას - Palitra News

როგორ ეხმაურებიან პოლიტიკოსები ვახო სანაიას დაკავებას

2026-10-20 12:50:14+04:00

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებისთვის სოციალური პოსტების გამო ჟურნალისტების დაკავება უკვე რუტინაც იქცა. ქართული ოცნების ოპონენტები ჟურნალისტ ვახო სანაის, რომელიც ადმინისტრაციულ პატიმრობაში უკვე მეორე იმყოფება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ორი განცხადებისა და ერთი ვიდეოს გამო, სოლიდარობას უცხადებენ. სანაია გუშინ დააკავეს, მას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თორნიკე ქოჩქიანმა, 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. შსს სანაიას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შეურაცხყოფასს ედავებოდა.სანაია სასამართლო სხდომას არ დასწრებია. ჟურნალისტი მისი საცხოვრებელი სახლთან დააკავეს. სანაიამ დაკავების წინ განაცხადა რომ ის არ აპირებს ბრძოლის შეწყვეტას სანამ არ გაიმარჯვებს. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა , კი გუშინვე განმარტა,რომ საჯარო სივრცეში უხამსობას სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა მოყვეს.