ქვემო ქართლის პოლიციამ ქორწინების იძულების ბრალდებით მარნეულის მუნიციპალიტეტში სამი პირი დააკავა - Palitra News

ქვემო ქართლის პოლიციამ ქორწინების იძულების ბრალდებით მარნეულის მუნიციპალიტეტში სამი პირი დააკავა

2026-10-20 12:52:12+04:00

ქვემო ქართლის პოლიციამ ქორწინების იძულების ბრალდებით მარნეულის მუნიციპალიტეტში სამი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, შვილებს, მათ შორის, არასრულწლოვანს, მათივე ნების საწინააღმდეგოდ აიძულებდნენ ცოლად გაჰყოლოდნენ თანასოფლელ მამაკაცებს.