რუსეთ-უკრაინის ომში იერიშები ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე გრძელდება. რუსეთის მასშტაბური სარაკეტო და დრონებით შეტევის შედეგად უკრაინაში ელექტროენერგიის გარეშე დაახლოებით 550 ათასი ოჯახი დარჩა. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, მოსკოვმა კიევისა და სხვა რეგიონების მიმართულებით 16 ბალისტიკური რაკეტა და 200-ზე მეტი დრონი გაუშვა. დაზიანებულია ენერგეტიკული ობიექტები, საცხოვრებელი შენობები, კლინიკა და მეტროს ინფრასტრუქტურა. პარალელურად, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე მასშტაბური დრონებით შეტევა განახორციელა. სანქტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის ოლქში დარტყმების შედეგად ხანძარი გაჩნდა ნავთობტერმინალებზე, დაზიანდა ციფრული ინფრასტრუქტურა. ამ ფონზე კი დიპლომატიური მცდელობები გრძელდება