რატომ დატოვა მანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლო - რას წერს ის - Palitra News

რატომ დატოვა მანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლო - რას წერს ის

2026-10-20 15:45:15+04:00

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, მანანა კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ შუამდგომლობა „შინაგანმა რწმენისა და სამოსამართლო სინდისის“ კარნახით დააყენა. მანანა კობახიძის თქმით, თვითაცილების შესახებ გადაწყვეტილება მისი „დამოუკიდებელი ნაბიჯი“ იყო და თვლის, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. კობახიძე საკუთარი გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად მის პოლიტიკურ წარსულსაც ასახელებს: ის პარტიის დამფუძნებელია, რომელიც ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვს.