რუსეთ-უკრაინის ომში იერიშები ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე გრძელდება. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ განხორციელებული მასშტაბური საჰაერო შეტევის შედეგად დაზიანდა ათზე მეტი ენერგეტიკული ობიექტი, ელექტროენერგიის გარეშე კი ნახევარ მილიონზე მეტი ოჯახი დარჩა. უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის არმიამ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონზე ბალისტიკური რაკეტები და ორასზე მეტი დრონი გაუშვა. ამავდროულად, უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობ- და ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურას უტევს. ფრონტის ხაზზე ვითარება კვლავ დაძაბულია, ხოლო დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად, მხარეები ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტაზე ვერ თანხმდებიან.