რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თეირანში ირანის ხელმძღვანელობას შეხვდა. მოლაპარაკებების მთავარი თემები ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა, ენერგეტიკა, ვაჭრობა და სატრანსპორტო კავშირები იყო. ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა არსებული შეთანხმებების დაჩქარებული განხორციელების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ მისი მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე მხარეებმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი და რეგიონული უსაფრთხოებაც განიხილეს. თეირანი ვაშინგტონსა და ისრაელს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში ადანაშაულებს, მოსკოვი კი რეგიონში დიპლომატიური როლის გაძლიერებას ცდილობს. რუსეთსა და ირანს შორის თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ორივე ქვეყანა დასავლეთის სანქციების პირობებში ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაფართოებას ცდილობს.