მოსამართლეებმა უნდა იმოქმედონ საკუთარი პროფესიული პასუხისმგებლობის შესაბამისად - არავინ უნდა გაექცეს პასუხისმგებლობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ მოსამართლეზე, მანანა კობახიძეზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერის, თქმით, ის გაეცნო მანანა კობახიძის განცხადების შინაარს, რომელიც კობახიძის შეფასებით, განსხვავდებოდა გამოქვეყნებული სათაურისგან.
„მე ვნახე მისი განცხადების შინაარსი. სათაურისგან განსხვავდებოდა. მან ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ ადვოკატად აპირებს მუშაობის გაგრძელებას და საუბარი ჰქონდა მხოლოდ ამაზე, რომ უნდა იურიდიული კარიერა არ დაასრულოს. სათაურში სხვანაირად იყო ეს ყველაფერი გამოტანილი, თუმცა ეს არ არის იმდენად საინტერესო. მთავარია, რომ მოსამართლეებმა უნდა იმოქმედონ საკუთარი პროფესიული პასუხისმგებლობის შესაბამისად. არავინ უნდა გაექცეს პასუხისმგებლობას. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა“, - განაცხადა პრემიერმა.