ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიაში სტივ უიტკოფს ხვდება - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიაში სტივ უიტკოფს ხვდება

2026-10-20 19:20:55+04:00

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიაში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფთან შეხვედრას მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიული მედია ავრცელებს.

კერძოდ, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციიდან გამოქვეყნებულ ფოტოში ჩანს როგორ ესალმებიან ერთმანეთს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი.

ფოტოზე ასევე არიან ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, იონას გარ სტორე და ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი.