ფეიქრიშვილების ოჯახი გლდანის ციხეში ძალადობაზე საუბრობს - პენიტენციური სამსახური ბრალდებებს უარყოფს - Palitra News

ფეიქრიშვილების ოჯახი გლდანის ციხეში ძალადობაზე საუბრობს - პენიტენციური სამსახური ბრალდებებს უარყოფს

2026-10-20 20:48:01+04:00

ძმები ფეიქრიშვილების დედის, ნინო აბრამიშვილის განცხადებით, მის შვილს, დავით ფეიქრიშვილს, გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში საკანში ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის თავდამსხმელებს შორის ცოტა ხნის წინ დაპატიმრებულ ვატო ყიფიანსა და ავთანდილ ბილანიშვილს, იგივე „კაწროს“ ასახელებს. მისივე განმარტებით, მის ერთ შვილს, დავითს, ნეკნები და ყბის ძვლები აქვს მოტეხილი, ხოლო მეორე შვილმა, გოგამ, თვითდაზიანება ძმის გადარჩენის მიზნით მიიყენა. სპეციალური პენიტენციური სამსახური ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია. უწყების ცნობით, პატიმარი ადვოკატთან შეხვედრის შემდეგ დერეფანში ფანჯრის მინას ამტვრევდა და თვითდაზიანებით იმუქრებოდა.