750 ათასი ლარის ოდენობის ქრთამის ბრალდება - პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილის ბრალეულობის დამტკიცებას აანონსებს - Palitra News

750 ათასი ლარის ოდენობის ქრთამის ბრალდება - პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილის ბრალეულობის დამტკიცებას აანონსებს

2026-10-20 20:49:26+04:00

პროკურატურა აცხადებს, რომ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, ბრალეულობას დაადასტურებს. ბრალდების მხარის განცხადებით, ყოფილმა პრემიერმა ქრთამის სახით 750 ათასი ლარი მიიღო. საქმეზე ჩვენებები თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და ვასილ მხეიძემ მისცეს. პროკურატურის მოთხოვნის მიუხედავად, სასამართლო პროცესი ამ ეტაპზე დახურულად არ მიმდინარეობს. ადვოკატები საქმეს პოლიტიკურ დევნად მიიჩნევენ, ოპოზიცია კი ღარიბაშვილის დაკავებას მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებას უკავშირებს. რაც შეეხება მოქმედი პრემიერის პოზიციას - ირაკლი კობახიძე ამ საქმის შეფასებას შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილებამდე საკუთარ კომპეტენციად არ მიიჩნევს.