საქართველოს ევროპული მომავალი - ხელისუფლება ორმხრივ ნაბიჯებზე, ოპოზიცია კი პოლიტიკურ ცვლილებებზე საუბრობს - Palitra News

საქართველოს ევროპული მომავალი - ხელისუფლება ორმხრივ ნაბიჯებზე, ოპოზიცია კი პოლიტიკურ ცვლილებებზე საუბრობს

2026-10-20 20:51:38+04:00

საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა კვლავ პოლიტიკური განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია. „ქართული ოცნება“ ევროკავშირთან ურთიერთობების აღსადგენად ორმხრივი ნაბიჯების აუცილებლობაზე საუბრობს, ოპოზიცია კი ამ პროცესს მოქმედი ხელისუფლების პირობებში შეუძლებლად მიიჩნევს. განსაკუთრებული ყურადღება ევროკავშირის გაფართოების ანგარიშისკენაა მიმართული, რომლის გამოქვეყნებაც 4 ნოემბერს იგეგმება.