სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებები და 30-დღიანი პატიმრობა - ვახო სანაიას საქმეს ოპოზიცია აკრიტიკებს - Palitra News

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებები და 30-დღიანი პატიმრობა - ვახო სანაიას საქმეს ოპოზიცია აკრიტიკებს

2026-10-20 20:53:12+04:00

ოპოზიციის წარმომადგენლები ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას სოციალური ქსელების გამო მედიის წარმომადგენლების დევნის მორიგ შემთხვევად აფასებენ და მას სოლიდარობას უცხადებენ. მათივე შეფასებით, საქმე ჟურნალისტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებებსა და ვიდეოს ეხება და აღნიშნული ბრალდებით მოქალაქის დაკავება თანამედროვე დემოკრატიულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება. სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ის გუშინ, საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. სასამართლო სხდომას თავად ჟურნალისტი არ დასწრებია, რადგან ამ პროცესს აბსურდულად მიიჩნევს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თორნიკე ქოჩქიანმა, მიიღო.