საქართველოში ეკონომიკის განვითარების კორპორაცია შეიქმნა - მომდევნო ათწლეულში 40 მილიარდი ლარის ინვესტიცია იგეგმება - Palitra News

საქართველოში ეკონომიკის განვითარების კორპორაცია შეიქმნა - მომდევნო ათწლეულში 40 მილიარდი ლარის ინვესტიცია იგეგმება

2026-10-20 20:54:26+04:00

საქართველოში ეკონომიკის განვითარების კორპორაცია შეიქმნა, რომელსაც ირაკლი გაბრიაძე უხელმძღვანელებს. მთავრობის განცხადებით, ახალი ინსტიტუტი სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის თანამშრომლობას გააძლიერებს და მცირე, საშუალო თუ მსხვილ საწარმოებს დაეხმარება. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, ინფორმაციით, კორპორაცია მომდევნო ათწლეულში 40 მილიარდ ლარამდე ახალი ინვესტიციის განხორციელებას შეუწყობს ხელს. უწყება დაფინანსების ალტერნატიული წყაროების განვითარებასა და სტრატეგიული პროექტების მხარდაჭერაზეც იმუშავებს.