საქართველოში საპოლიციო საქმიანობის პირველი საბაკალავრო პროგრამა შეიქმნა - სწავლა სრულად დაფინანსდება - Palitra News

საქართველოში საპოლიციო საქმიანობის პირველი საბაკალავრო პროგრამა შეიქმნა - სწავლა სრულად დაფინანსდება

2026-10-20 20:56:23+04:00

საქართველოში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმიანობის მიმართულებით პირველი საბაკალავრო პროგრამა შეიქმნა. 3-წლიანი კურსი აკადემიურ სწავლებასთან ერთად პრაქტიკულ მომზადებასაც ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ყურადღება კვალიფიციური კადრების მომზადებასა და თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებზე გამახვილდა. სტუდენტებს სწავლის სრულ დაფინანსებას, თანამედროვე სასწავლო გარემოსა და პრაქტიკის შესაძლებლობებსსთავაზობენ. პროგრამის მიზანი საპოლიციო განათლების განვითარება და პროფესიონალი კადრების მომზადებაა.