საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, მანანა კობახიძემ, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმიდან თვითაცილების გადაწყვეტილება პირად რწმენასა და სამოსამართლო სინდისს დაუკავშირა. ის საკუთარ ნაბიჯს სწორად მიიჩნევს და ამის ერთ-ერთ მიზეზად პოლიტიკურ წარსულს ასახელებს - „ქართულ ოცნებაზე“ საუბრისას, როგორც თავად განმარტავს, ის იმ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვს.მმართველ გუნდში სასამართლოსგან ობიექტურ გადაწყვეტილებას ელოდებიან, ხელისუფლების ოპონენტები კი ამ პროცესს მწვავედ აკრიტიკებენ.