19 ოქტომბერი, 2026 - „ვისოლის“ ახალგაზრდა მრბოლელებმა NASCAR Euro Series 2026-ის სეზონი უმაღლესი შედეგებით დაასრულეს. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა სანდრო თავართქილაძემ „მასტერსის“ კატეგორიაში ჩემპიონობა მოიპოვა, ხოლო სანდრო ქაჯაიამ, სადებიუტო სეზონში, „როკი ჩელენჯის“ ვიცე-ჩემპიონის ტიტული დაიმსახურა. ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ბელგიაში, ზოლდერის ავტოდრომზე გაიმართა. მიმდინარე წელს „ვისოლის“ ავტოსპორტის მხარდაჭერა „გზა შენია“ პლათფორმის ქვეშ გაერთიანდა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენას, მრბოლელების პროფესიულ განვითარებას, საავტომობილო შეჯიბრებების მხარდაჭერასა და საქართველოში ავტოსპორტის პოპულარიზაციას. კომპანიის ავტოსპორტის მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს - „ვისოლის“ მრბოლელთა გუნდის შექმნას, ციფრული მედიაპლატფორმების განვითარებას, მათ შორის YouTube არხზე ცნობილ მრბოლელ დათა ქაჯაიასთან ერთად მომზადებულ „სუპერ ტესტს“, ასევე სპორტულ ღონისძიებებს.საქართველო 2026 წლის ევრონასკარზე ორი გუნდით იყო წარმოდგენილი. ქართველი მრბოლელები - სანდრო თავართქილაძე და სანდრო ქაჯაია - ნიდერლანდური გუნდის, „Bleekemolen”-ის, შემადგენლობაში ასპარეზობდნენ. ჩემპიონის ტიტული დავით ქაჯაიამაც მოიპოვა „Challenger Trophy” კატეგორიაში.