ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური პლურალიზმისა და ოპოზიციისთვის პოლიტიკური სივრცის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს - Palitra News

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური პლურალიზმისა და ოპოზიციისთვის პოლიტიკური სივრცის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს

2026-10-21 10:15:40+04:00

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური პლურალიზმისა და ოპოზიციისთვის პოლიტიკური სივრცის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. მისი შეფასებით, პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად მყარი დასაბუთება სჭირდება და აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. ბერსე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება, რომელიც ძალაუფლებაზე დემოკრატიული შეზღუდვების მოხსნას ცდილობს, საკუთარ ქვეყანას ასუსტებს. ევროპის საბჭო საქართველოში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით დააკვირდება და ხელისუფლებასთან დიალოგს გააგრძელებს.