ბიძინა ივანიშვილის ამ უკანონო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, პროცესები კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი იქნება. ეს საფუძველს ჩაუყრის ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას, სადაც მთავარი ლოზუნგი იქნება: „ქართველი ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ!“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჯაშვილმა პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ სარჩელი სამართლებრივადაც დაუსაბუთებელია. ბეჟაშვილის შეფასებით, ცინიზმია, რომ საკონსტიტუციო სარჩელში სამართლებრივ არგუმენტაციასაც კი არ აყალიბებს მმართველი პარტია, ისე უნდათ პარტიების გაუქმება.
„ანტიქართული ოცნება“ რეალურად ამ საკონსტიტუციო სამართალწარმოებით ცდილობს ის ავტორიტარული დიქტატორული რეჟიმი, რომელიც მათ ჩამოაყალიბეს, სახელმწიფო მიიტაცეს, კანონგარეშედ გამოაცხადეს თავიანთი ხელისუფლება, კონსტიტუციური ლეგალიზაციის ფარგლებში მოაქციონ და ეს საკონსტიტუციო სასამართლოს დაავალონ. მთელი ეს ზეწოლების კამპანია, რომელიც ბოლო პერიოდში მიმდინარეობს, სწორედ ამას ითვალისწინებს, რომ რუსული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, აკრძალონ დემოკრატიული პარტიები საქართველოში, ამით, პროევროპული პარტიების კლასტერი მოჭრან პოლიტიკური ველიდან და ქართველ ამომრჩეველს, რომელიც მილიონზე მეტია და სურს საქართველოს ევროპული მომავალი, საარჩევნო უფლება წაართვან. ბუნებრივია, ეს პროცესები ახალ პოლიტიკურ მოვლენებს დაუდებს საფუძვლებს. თუ აქამდე „ქართული ოცნება“ ცდილობდა წარმოეჩინა, რომ რადიკალური ოპოზიცია უპირისპირდება ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილს, ამ უკანონო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებს შემდეგ, პროცესები კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი იქნება. ეს საფუძველს ჩაუყრის ეროვნულ გამათავისუფლებელ მოძრაობას, სადაც მთავარი ლოზუნგი იქნება: „ქართველი ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ!“. პირველ რიგში, გარდა პოლიტიკური მოტივაციისა, რომ დიქტატურა გააფორმონ კონსტიტუციურ დონეზე, სამართლებრივადაც დაუსაბუთებელია „ქართული ოცნების“ სარჩელი. წარმოიდგინეთ, 5 პარტიის გაუქმება უნდათ და სარჩელი 24 გვერდს ითვალისწინებთ. წარმოუდგენელი ცინიზმია, რომ სამართლებრივ არგუმენტაციასაც კი არ აყალიბებენ საკონსტიტუციო სარჩელში, ისე უნდათ პარტიების გაუქმება და მთავარ დოკუმენტად, უპირობო მტკიცებულებად, მიჩნეული აქვთ ერთპარტიული პარლამენტის მიერ მომზადებული და ქართველი ხალხის მიერ სახელდებული ღალატის კომისიის დასკვნა. ეს არის მთელი კვინტესენცია ამ უკანონობის, ამ ცინიზმის, რომელსაც „ქართული ოცნება“ აპირებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში გაათამაშოს“.- განაცხადა ბეჟაშვილმა.